|
2023-12-04 14:20:36, 863 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო პეკინში სი ძინპინს შეხვდა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკო ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. ლუკაშენკომ შეხვედრისას განაცხადა, რომ "ბელარუსი ყოველთვის იყო და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი". მისივე თქმით, მინსკსა და პეკინს შორის ურთიერთობების დონის ისტორიულმა ზრდამ მძლავრი ბიძგი მისცა ტრადიციული მიმართულებების გაღრმავებას და ასევე, თანამშრომლობის ახალი ვექტორებისა და მექანიზმების დაწყებას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ბელარუსი-ჩინეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში ორმა ქვეყანამ ურთიერთობების დინამიური განვითარების სასარგებლოდ მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწია. ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს ბოლოს მიმდინარე წლის მარტში შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)