|
2023-12-04 11:12:02, 710 ნახვა
მსოფლიო
IDF - ღაზას სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 75-მდე გაიზარდა
ღაზას სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დროს კიდევ 3 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით ავრცელებს. IDF-ის ცნობით, ამით "ჰამასის" წინააღმდეგ სახმელეთი ოპერაციების დროს დაღუპული სამხედროების რიცხვი 75-მდე გაიზარდა. დაღუპული სამხედროების ოჯახები მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან. ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გუშინ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ერთი ისრაელელი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა. აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეტაკებების დაწყების შემდეგ, IDF-მ 401 სამხედროს დაღუპვის შესახებ გამოაცხადა, მათგან 75 უშუალოდ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას ემსხვერპლა, დანარჩენი კი, ტერორისტული დაჯგუფების სამხრეთ ისრაელზე თავდასხმისას დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა, მოგვიანებით კი, ღაზას სექტორში სახმელეთი ოპერაცია დაიწყო.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)