|
2023-08-29 15:58:37, 783 ნახვა
მსოფლიო
ვატიკანი - რომის პაპი ახალგაზრდებს მოუწოდებდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები განივითარონ
ვატიკანი რომის პაპის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე უკრაინული მხარის კრიტიკას პასუხობს. საუბარია რომის პაპის იმ განცხადებაზე, რომლითაც მან რუსეთის ახალგაზრდებს მიმართა, მათ წმინდანების, მმართველების, პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის“ და უდიდესი განათლების, კულტურისა და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, პაპი ფრანცისკეს აღნიშნული მიმართვა, იმპერიალისტური პროპაგანდის ტოლფასია. ვატიკანი უკრაინის საგარეო უწყებას განუმარტავს, რომ რომის პაპმა რუს ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ განავითარონ რუსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები, რაც "არ არის იმპერიალისტური ლოგიკისა და სახელმწიფო მოღვაწეების ქება". „რომის პაპი მოუწოდებდა ახალგაზრდებს, შეინარჩუნონ და განავითარონ რუსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები. ეს ნამდვილად არ არის იმპერიალისტური ლოგიკისა და სახელმწიფო მოღვაწეების ქება“, - განაცხადეს ვატიკანში.
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)