11:53 - 21 Oct, 2026
|
2023-08-24 21:43:28, 1051 ნახვა
მსოფლიო
პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პუტინმა სამძიმარი გამოთქვა
ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და ვაგნერის ლიდერების სიკვდილის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მომხდარს გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ პრიგოჟინი "ნიჭიერი ბიზნესმენი" იყო, მაგრამ დასძინა, რომ მან ცხოვრებაში რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა. "უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახებს. ეს ყოველთვის ტრაგედიაა", - განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. "როსავიაციამ" დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)