12:34 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 00:51:40, 761 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როცა ევროპული საბჭო განაახლებს საკუთარ ხედვას რეფორმებთან დაკავშირებით, მათ უნდა თქვან, რომ ამ კანონის გარეშეც დეოლიგარქიზაციის თემა მოხსნილია

ჩვენ გვჭრდება კონკრეტული ჩანაწერის გადახედვა. თუ [ევროკომისია] იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას, ჩვენ ამაში დეკემბერში უნდა დავრწმუნდეთ. როცა ევროპული საბჭო განაახლებს საკუთარ ხედვას რეფორმებთან დაკავშირებით, მათ უნდა თქვან, რომ ამ კანონის გარეშეც დეოლიგარქიზაციის თემა მოხსნილია - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

კითხვაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკომისია იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომ სჯობს სისტემური მიდგომა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის საკმარისი.

„ჩვენ არ გვაქვს ხისტი მიდგომა, ბოლომდე ვითვალისწინებთ ევროკომისიის პოზიციას და ვთქვით ასეთი რამ, მოდით ავიღოთ დრო, დეკემბერში ევროკომისია, ევროპული საბჭო იმსჯელებენ ამ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენ არ ვჩქარობთ ამ კანონის ამოქმედებას. ჩვენ გადავწიეთ კანონის ამოქმედება პირველი მარტისთვის, მომავალი წლის პირველ მარტამდე ეს კანონი არ ამოქმედდება, თუ ევროკომისია და ევროპული საბჭო დაადასტურებენ თანხმობას ვენეციის კომისიასთან და თუ მოხსნიან ამ საკითხს რეფორმების გეგმიდან, თებერვალში, აქვე ვდებთ პირობას, ეს კანონი გაუქმდება. თუ პუნქტი დარჩება უცვლელი, მაშინ კანონი ამოქმედდება. მაშინ გამოდის, რომ სინამდვილეში ევროკომისია და ევროპული საბჭო არ იზიარებენ ვენეციის კომისიის მიდგომას, იმიტომ, რომ დეოლიგარქიზაცია - თვითონ სიტყვაც უკვე ნიშნას პერსონალიზებულ მიდგომას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
ირანი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების შეზღუდვას გააგრძელებს, თუ ქვეყნის უფლებები დაცული არ იქნება
Eurasianet: აზერბაიჯანი და თურქეთი სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
საია - პარტიების აკრძალვის მიზანი არა კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და ძალაუფლების შენარჩუნებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics