|
2023-06-14 22:57:24, 758 ნახვა
პოლიტიკა
ჰაჯა ლაჰიბი - ბელგია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს
ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებით ლისაბონიდან თბილისამდე. ვაკვირდებით საერთო მომავალს, ბელგია საქართველოს გვერდით დგას დღეს და ჩვენ გავაგრძელებთ იმავეს ხვალ და მომავალშიც, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა, ჰაჯა ლაჰიბიმ ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირი 20 წლის განმავლობაში არსებობს და ახლა არის ყველაზე უფრო მჭიდრო. ჰაჯა ლაჰიბიმ „ევროპალიის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო იქნება 25-ე მასპინძელი ქვეყანა, რაც გააძლიერებს მეგობრულ კავშირებს ბელგიასა და საქართველოს შორის. „საქართველომ ევროპას მიმართა, რათა მიიღოს კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირში. საქართველო გახლავთ ევროპული ოჯახის ნაწილი, რისი დემონსტრირება ასევე მოლდოვამ მოახდინა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირები არსებობს 20 წლის განმავლობაში, ახლა არის ყველაზე უფრო მჭიდრო. ბატონო პრემიერო, თქვენი მთავრობა ამჟამად ახორციელებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ გადასცა საქართველოს, რომელიც მისცეს საქართველოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თქვენ მოგვახსენეთ ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებულ შეფასებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველით ამ მიმართულებების გაუმჯობესებასა და ევროპული კომისიის მოხსენებას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებით ლისაბონიდან თბილისამდე. ვაკვირდებით საერთო მომავალს, ბელგია საქართველოს გვერდით დგას დღეს, ჩვენ გავაგრძელებთ იმავეს ხვალ და მომავალშიც“, - განაცხადა ჰაჯა ლაჰიბიმ.
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)