16:40 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 16:27:55, 1641 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 106 მებრძოლი გაათავისუფლა [ვიდეო]

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 106 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის 8 ოფიცერი, 98 ჯარისკაცი და სერჟანტია.

"ჩვენი 106 მოქალაქე მიგვყავს სახლში. ესენი არიან ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებიდან - 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი. ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის და შეასრულეს თავისი მისია, რამაც ხელი შეუშალა მტერს წინსვლაში აღმოსავლეთით. თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია",- წერს ერმაკი.

ერმაკის თქმითვე, გათავისუფლებულებიდან  68 მებრძოლი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყებიდან დღემდე, დამპყრობლების ტყვეობიდან უკვე 2 368 უკრაინელი გათავისუფლდა. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია
გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება 50 000 ლარიანი გირაო გაუფორმდა
პაპუაშვილი – ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics