|
2023-05-25 11:58:41, 1931 ნახვა
ომი უკრაინაში
პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტიდან „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო. პრიგოჟინის თქმით, ქვედანაყოფების ძირითადი ნაწილი 1-ელი ივნისამდე, ბახმუტის უკანა ბანაკებში გადავა. "ბახმუტიდან გაგვყავს საბრძოლო ნაწილები. [...] 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ, მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ მათ, ვისაც მთავარი როლი ჰქონდა ბახმუტის აღებაში",- განაცხადა პრიგოჟინმა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 20 მაისს, პრიგოჟინმა ბახმუტის აღების შესახებ გამოაცხადა, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ ქალაქის ჩაბარებაზე ინფორმაცია არ დაადასტურა. ცნობისთვის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 22 მაისს, განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ძალები ფრონტის ხაზს 25 მაისს დატოვებდნენ. უფრო ადრე, 4-5 მაისს პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტს 10 მაისს დატოვებდნენ. ამასთან, 6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზად იყო, 10 მაისიდან პოზიციები ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმისთვის გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)