|
2023-05-25 09:23:46, 1564 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლის მოწოდება იქნება ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი დამარცხდა
F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლის მოწოდება იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი დამარცხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელმა მფრინავებმა ცაზე ახალი და მძლავრი თვითმფრინავებით ფრენა შეძლონ. „დღეს გავმართე შტაბის პირველი სხდომა მნიშვნელოვანი ვიზიტის, შეხვედრისა და გადაწყვეტილებების შემდეგ - თავდაცვის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლებზეც საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ და ახლა ვიღებთ პარტნიორებთან თანამშრომლობით. პირველ რიგში, ეს ეხება საავიაციო კოალიციას. ნათელია, რომ ეს გლობალური ნაბიჯი შესაძლებლობას მოგვცემს, გავაფართოვოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რადგან მხოლოდ ძლიერი თვითმფრინავებით ხდება საჰაერო თავდაცვის სისტემა სრულყოფილი. პირველი უკრაინული F-16 იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი ამ ომს საკუთარი აგრესიის გამო წააგებს. ის უფრო სუსტი და კიდევ უფრო იზოლირებული გახდება. ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ რუსული ტერორი დამარცხდა და ჩვენი სამყარო, რომელიც დაფუძნებულია დამოუკიდებელი სახელმწიფოების პატივისცემაზე, გადარჩა“,- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა.ზელენსკიმ შეხვედრები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან გამართა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაური გასულ კვირას ასევე იმყოფებოდა იაპონიაში, სადაც "დიდი შვიდეულის" სამიტს დაესწრო.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)