|
2023-05-24 16:43:39, 1539 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - თუ რუსებს სჯერათ, რომ ბახმუტი აიღეს, ეს ასე არ არის, ბახმუტის ნაწილი ჩვენს ხელშია
თუ მათ [რუსებს] სჯერათ, რომ ბახმუტი აიღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. დღეს ბახმუტის ნაწილი ჩვენს ხელშია, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. როგორც დანილოვმა აღნიშნა, ბახმუტის მიმართულებით ბევრი რუსი სამხედრო დაიღუპა, გარდა ამისა, განადგურდა მათი სამხედრო ტექნიკა. "თუ მათ [რუსებს] სჯერათ, რომ ბახმუტი აიღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. დღეს ბახმუტის ნაწილი ჩვენს ხელშია. ბახმუტის მიმართულებით რუსი სამხედროების დიდი რაოდენობა დაიღუპა. არა მხოლოდ "ვაგნერელები", არამედ სპეცრაზმელები, მედესანტეები და რუსეთის არმიის სხვა შტოების წარმომომადგენლები. განადგურდა დიდი რაოდენობით [სამხედრო] ტექნიკა და დახარჯეს უზარმაზარი საბრძოლო მასალა", - განაცხადა დანილოვმა. შეგახსენებთ, რომ 20 მაისს, "ვაგნერის" ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსებმა საბოლოოდ მოახერხეს ბახმუტის დაკავება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია და დასძინა, რომ ბახმუტში ვითარება კრიტიკულია და მძიმე ბრძოლები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)