|
2023-05-24 15:24:51, 1531 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი კიევშია
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი უკრაინაში ჩავიდა. უოლესი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. თავდაცვის უწყების ცნობით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრისას უსაფრთხოების არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. "ჩვენ განვიხილეთ ნატო-ს პერსპექტივა უკრაინისთვის, ვილნიუსში მომავალი სამიტის კონტექსტში. მათ შორის, უკრაინის ხედვა ევროპაში მშვიდობის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულის გამოყენებით",- განაცხადა რეზნიკოვმა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინამ Storm Shadow-ს რაკეტები, რომლებიც შორ მანძილზე გამოიყენება, უკვე მიიღო. "უკრაინამ მიიღო Storm Shadow-ს რაკეტები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია შორ მანძილზე. ეს არის პირველი შორი დისტანციის რაკეტები, რომლებიც უკრაინას მისმა მოკავშირეებმა გადასცეს იმ მიზეზით, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი შორი დისტანციური იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ",- თქვა ბენ უოლესმა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)