|
2023-05-24 09:14:03, 1562 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყოველი ვიზიტი საზღვარგარეთ და თითქმის ყველა მოლაპარაკება უკრაინას საშუალებას აძლევს, გაძლიერდეს
ყოველი ვიზიტი საზღვარგარეთ და თითქმის ყველა მოლაპარაკება უკრაინას საშუალებას აძლევს, გაძლიერდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაური ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ვუგლედარი-მარინკას მიმართულებით ფრონტის ხაზზე ჩასვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ცხელი წერტილების" მონახულება პარტნიორებთან გამართული მოლაპარაკებების ბოლო კომპონენტია. „ფრონტზე ეს მოგზაურობა იყო ბოლო კომპონენტი პარტნიორებთან მრავალი შეხვედრის და მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ამ დღეებში, ასევე, წინა კვირებში. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა.ზელენსკიმ შეხვედრები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან გამართა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაური გასულ კვირას ასევე იმყოფებოდა იაპონიაში, სადაც "დიდი შვიდეულის" სამიტს დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)