|
2023-05-23 21:44:11, 1660 ნახვა
ომი უკრაინაში
ორბანი უკრაინას - თუ ფული გსურთ, ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ნუ დააწესებთ
თუ უკრაინას სურს მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა, მას არ შეუძლია ჩვენი კომპანიების შავ სიაში შეყვანა, - ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის მიერ უნგრული OTP Bank-ის ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეყვანის საკითხს. როგორც ორბანმა აღნიშნა, თუ უკრაინას უნგრეთის მხრიდან ფინანსური დახმარება სურს უნდა იყოს კეთილგანწყობილი და გამოირჩეოდეს პატივისცემით, ხოლო უკრაინის მხრიდან გამოიკვეთა ინიციატივა უნგრული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. „საგარეო საქმეთა მინისტრი მართალია. თუ უკრაინას სურს მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა, მას არ შეუძლია ჩვენი კომპანიების შავ სიაში შეყვანა. არ შეიძლება, ორივე ერთდროულად გქონდეს. ფული თუ გინდა, იყავი კეთილგანწყობილი, პატივი გვეცი ჩვენ და ნუ დააწესებ სანქციებს ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ. სულ ეს არის“, - განაცხადა ორბანმა. შეგახსენებთ, უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტო გაავრცელა განცხადება, რომ უმსხვილესი უნგრული ბანკი ხელმძღვანელობის პოზიციის გამო ომის სპონსორთა შავ სიაში შეიყვანა, რადგან ის რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)