|
2023-05-23 17:52:21, 1946 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო ორბანს - უკრაინა იბრძოლებს თავისი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე
უკრაინა იბრძოლებს თავისი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე,- ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კრემლში უნდა უხაროდეთ, რომ უნგრეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთს მოუხსნა პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე. "უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისთან შეიჭრა. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. კრემლში უნდა უხაროდეთ: უნგრეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთს მოუხსნა პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში. მათივე ცნობით, იგივე ევროპელი პოლიტიკოსები შარშანაც ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას არ ჰქონდა შანსი, რუსეთის თავდასხმისთვის 72 საათზე მეტხანს გაეძლო. "ისინი ცდებოდნენ მაშინაც და ახლაც. მტრის წინაშე კაპიტულაციის მომხრეებისგან განსხვავებით, უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას რუსეთის ოკუპაციისგან თავიანთი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე. ეს არის ერთადერთი გზა არა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად",- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ომში მოგების შანსი არ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)