|
2023-02-28 21:30:33, 1332 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩვენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას ვგრძნობთ - ზელენსკი ჰააგის სასამართლოს პროკურორს, კარიმ ხანს შეხვდა
რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან ჩვენი სახელმწიფო გრძნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგის სასამართლოს პროკურორ, კარიმ ხანსთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით შეხვედრისას განაცხადეს, რომ ის საშინელი დანაშაულები, რომელიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და მათზე პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს. "რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან ჩვენი სახელმწიფო გრძნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან კარიმ ხანთან შეხვედრისას განვაცხადეთ, რომ საშინელი დანაშაულები ჩადენილია რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, მათზე პასუხისმგებელი პირები კი უნდა დაისაჯონ“, - თქვა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)