|
2023-02-28 20:45:39, 1556 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები - შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო დაჯგუფება მნიშვნელოვნად გაიზარდა მტერი მარჯვენა სანაპიროს დაბომბვას არ წყვეტს
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების პასუხისმგებლობის ზონაში ვითარება სტაბილურად რთულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის "სამხრეთის" ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მტერი მარჯვენა სანაპიროს დაბომბვას არ წყვეტს, ნაშუადღევს ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაიღუპა მინიმუმ 4 ადამიანი და 5 მძიმედ დაშავდა. მათივე ინფორმაციით, შავ ზღვაში რუსული გემების დაჯგუფება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზღვაში უკვე 17 ხომალდია, მათ შორის 5 სარაკეტო გადამზიდავი და 2 წყალქვეშა ნავი. "მტერი არ წყვეტს საჰაერო დაზვერვას, ამიტომ არ არის გამორიცხული სარაკეტო თავდასხმები, როგორც მასიური, ასევე წერტილოვანი. საჰაერო თავდასხმის სიგნალები უფრო ხშირად ისმის, არ უნდა უგულებელყოთ ისინი. საფრთხის დონე საგრძნობლად გაიზარდა", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)