20:15 - 02 Nov, 2026
|
2023-02-28 14:23:46, 1622 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა სვიატოგორსკში სამაშველო სამსახურის შენობას ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოგორსკში საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ დონეცკის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ Telegram-ზე დაწერა. კირილენკოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი მაშველი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. "ღამით რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სვიატოგორსკს, შევიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში. წინასწარი ინფორმაციით, 1 მაშველი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ეს არის მიზანმიმართული და ცინიკური თავდასხმა არა სამხედროებზე, არამედ მათზე, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას აქტიური საომარი მოქდებების დროსაც კი გადარჩენაში ეხმარება", - განაცხადა დონეცკის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)