|
2023-02-28 13:26:23, 1695 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - შოლცი და მაკრონი ამბობენ, რომ პუტინთან კომუნიკაციას გააგრძელებდნენ, თუმცა ინიციატივა არ ყოფილა
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ღიაა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არც გერმანიის კანცლერი და არც საფრანგეთის პრეზიდენტი კონტაქტს არ ამყარებს. როგორც პესკოვმა სამთავრობო გამოცემა „იზვესტიასთან“ საუბარში განაცხადა, კრემლი ოლაფ შოლცთან და ემანუელ მაკრონთან სასაუბროდ მუდმივ რეჟიმში მზადაა. "მოვისმინეთ შოლცისა და მაკრონის ბევრი განცხადება, რომლებიც ამბობდნენ, რომ გააგრძელებდნენ პუტინთან კომუნიკაციას, რათა ეძებონ გზები და გამოსავალი სიტუაციიდან. თუმცა, ბოლო დროს არანაირი ინიციატივა არ ყოფილა,"- ამბობს პესკოვი. ამავდროულად, პესკოვის თქმით, პუტინი ღიაა „ნებისმიერი კონტაქტისთვის, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს რუსეთს საკუთარი მიზნების მიღწევაში“. შეგახსენებთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ საფრანგეთს სურდა რუსეთის დამარცხება უკრაინაში, მაგრამ არასოდეს სურდა მისი „განადგურება“. აღნიშნული განცხადების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ემანუელ მაკრონი კრემლთან ორმაგ დიპლომატიაში დაადანაშაულა და რუსეთის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გაკიცხა. ზახაროვას თქმით, საფრანგეთის ისტორია ემანუელ მაკრონით არ დაწყებულა და "მოსკოვს ჯერ კიდევ ახსოვს ნაპოლეონ ბონაპარტის ბედი".
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)