|
2023-02-27 21:57:13, 1734 ნახვა
ომი უკრაინაში
გუტიერეში - რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ადამიანის უფლებების დარღვევა
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ადამიანის უფლებების ყველაზე მასობრივი დარღვევა, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი და ადამიანთა საშინელი ტანჯვა და ამასთან ერთად, უმაღლესი კომისრის ოფისს დასაბუთებული აქვს კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის უამრავი შემთხვევა. “რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ადამიანის უფლებების ყველაზე მასობრივი დარღვევა. ამას მოჰყვა მასშტაბური სიკვდილი, ნგრევა და დევნილობა. მოქალაქეებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი და ადამიანთა საშინელი ტანჯვა. უმაღლესი კომისრის ოფისს დასაბუთებული აქვს კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის უამრავი შემთხვევა. ასევე არსებობს დადასტურებული ასობით შემთხვევა, ტყვეთა უფლებების დარღვევის, იძულებით გაუჩინარებისა და უკანონო დაკავების შესახებ”, - განაცხადა გუტიერეშმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)