|
2023-02-27 21:24:57, 1596 ნახვა
ომი უკრაინაში
G7-ის ქვეყნები რუსეთს ომის შეწყვეტისკენ და უკრაინის ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებენ
“დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები რუსეთს ომის შეწყვეტისკენ და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება “რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთს შეუძლია დაასრულოს ის. გასულ წელს რუსულმა ძალებმა ათასობით უკრაინელი მოკლეს. რუსეთმა გაანადგურა საავადმყოფოები, სკოლები, ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურა და დატოვა ისტორიული ქალაქები ნანგრევებში. რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ რაიონებში არის მასობრივი საფლავების, სექსუალური ძალადობის, წამებისა და სხვა სისასტიკის მტკიცებულებები. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ყველა აღმაშფოთებელ ქმედებას. რუსეთის თავდასხმის ფონზე, უკრაინელები უფრო ერთიანები, ამაყები და მტკიცედ განწყობილნი არიან, ვიდრე ოდესმე ჩვენ კვლავ ვაცხადებთ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)