|
2023-02-27 18:20:02, 1797 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯეიკ სალივანი - თუ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს, მას რეალური ფასის გადახდა მოუწევს
თუ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს, მას რეალური ფასის გადახდა მოუწევს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CNN-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ომი პეკინისთვის რეალურ გართულებას წარმოადგენს, მას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ განვითარდება მისი მომავალი, დაეხმარება რუსეთს თუ დადგება დასავლეთის მხარეს. „ჩვენი გადმოსახედიდან, რეალურად, ეს ომი პეკინისთვის რეალურ გართულებებს წარმოადგენს. და პეკინს მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ეს, გაუწევს თუ არა სამხედრო დახმარებას რუსეთს. მაგრამ, თუ ის ამ გზით წავა, ჩინეთს რეალური ფასის გადახდა მოუწევს. და ვფიქრობ, ჩინეთის ლიდერები ამას აწონიან გადაწყვეტილების მიღებისას“, - განუცხადა სალივანმა. შეგახსენებთ, გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას პოტენციურად განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)