|
2023-02-27 10:13:30, 1667 ნახვა
ომი უკრაინაში
CIA - დრონების სანაცვლოდ, რუსეთი ირანს სარაკეტო პროგრამის განვითარებაში ეხმარება
უკრაინის წინააღმდეგ დრონების მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი ირანს სარაკეტო პროგრამის განვითარებაში ეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა. როგორც CIA-ს დირექტორმა CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, ირანსა და რუსეთს შორის ალიანსი სწრაფად ვითარდება, რაც საკმაოდ საგანგაშო სიგნალია. "ირანელებმა უკვე მიაწოდეს რუსებს ასობით სამხედრო დრონი, რომლებსაც ისინი იყენებენ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ მათ მიაწოდეს საბრძოლო მასალა არტილერიისთვის და ასევე ტანკებისთვის", - თქვა ბერნსმა. ამავდროულად, უილიამ ბერნსი ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ირანს დახმარებას სარაკეტო პროგრამის განვითარებაში სთავაზობს. ამასთან, თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ირანი აპირებს გაზარდოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში. სანაცვლოდ ის მიიღებს საბრძოლო თვითმფრინავებს და სხვა აღჭურვილობას.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)