|
2023-02-27 09:32:16, 1690 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა - რუსეთმა დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. პირველი განგაში ჩერნიგოვის რეგიონში გაისმა, რასაც კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქები მოჰყვა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო სივრცეში მტრის უცნობი ობიექტები გადაადგილდებოდა. ასევე, ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ ოლქში მოწინააღმდეგის კუთვნილი კამიკაძე-დრონები დააფიქსირეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ უგულებელყონ საჰაერო სიგნალი. "საჰაერო თავდაცვის ძალები მზადყოფნაში არიან. დარჩით თავშესაფრებში, სანამ განათება არ ჩაქრება და შეინარჩუნეთ საინფორმაციო დუმილი - არ გადაიღოთ კადრები და არაფერი გამოაქვეყნოთ ინტერნეტში", - განაცხადეს სამხედრო ადმინისტრაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)