|
2023-02-27 09:06:54, 1684 ნახვა
ომი უკრაინაში
ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - ზელენსკიმ სამ განკარგულებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სამ განკარგულებას, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოიცავს. როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ტერორისტულ სახელმწიფოს წინააღმდეგ უკრაინისა და მსოფლიოს ზეწოლა გაგრძელდება. „დღეს არის ჩვენი სახელმწიფოს ახალი გადაწყვეტილებები სანქციების შესახებ, მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობს ან ეხმარება რუსეთს ომის წარმოებაში და სიცოცხლისა და ადამიანების განადგურებაში. იმ რუსების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინელი ბავშვების გატაცებაში. რუსეთის სპორტის სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ და მათ წინააღმდეგ, ვინც ეხმარება რუსეთში დაქირავებული სტრუქტურების შენარჩუნებას უკრაინისა და ყველა თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა სანქციები აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ. სანქციების სიაში შედის 22 ფიზიკური და 83 იურიდიული პირი რუსეთის ფედერაციიდან. გარდა ამისა, 24 თებერვალს ევროკავშირმა დაამტკიცა ანტირუსული სანქციების მე-10 პაკეტი. სამი დიდი ბანკი - Tinkoff, Alfa-Bank და Rosbank - მოხვდა შავ სიაში. სანქციები ასევე ეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ასოცირდება "ვაგნერის ჯგუფთან" , რუს პროპაგანდისტებთან და ა.შ. პარასკევს საღამოს G7-ის ქვეყნების (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი, იტალია და იაპონია) ლიდერებმა და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ასევე განაცხადეს, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)