|
2023-02-26 18:51:24, 2001 ნახვა
ომი უკრაინაში
შოიგუ - უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მიწოდება სამხედრო შეტაკებებს გაამძაფრებს
უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მიწოდება სამხედრო შეტაკებებს გაამძაფრებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. შოიგუ რუს პროპაგანდისტებთან საუბრისას დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის წინსვლის სიღრმე დამოკიდებული სწორედ ამაზე იქნება. „უკრაინაში რუსული ჯარების წინსვლის სიღრმე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შორი მანძილის იარაღს მიიღებს კიევი დასავლეთის ქვეყნებიდან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რაც უფრო მეტ შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს მიაწვდის დასავლეთი უკრაინას, რუსეთი "საფრთხეებს თავისი საზღვრებიდან" მით უფრო შორს გადაიტანს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)