|
2023-02-26 11:43:19, 1671 ნახვა
ომი უკრაინაში
CIA-ს დირექტორი - აშშ დარწმუნებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური აღჭურვილობის მიწოდებას განიხილავს
აშშ დარწმუნებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური აღჭურვილობის მიწოდების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა. როგორც CIA-ს ხელმძღვანელმა CBS News-ს უთხრა, დაზვერვის ვარაუდით, ოფიციალურ პეკინს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ”ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და ასევე ვერ ვხედავთ მტკიცებულებებს ლეტალური აღჭურვილობის რეალური გადაზიდვის შესახებ", - განაცხადა ბერნსმა. ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში, CNN წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ჩინეთის ხელისუფლება რუსეთში დრონებისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის შესაძლებლობას იკვლევდა. მსგავსი ტიპის ცნობა ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით The Wall Street Journal-მაც გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)