20:16 - 02 Nov, 2026
|
2023-02-25 17:10:46, 2315 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი G7-ს - მე და თქვენ შეგვიძლია, რომ 2023 წელი იყოს რუსული აგრესიის დასასრულის წელი
მე და თქვენ შეგვიძლია, რომ 2023 წელი იყოს რუსული აგრესიის დასასრულის წელი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის სამიტზე განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ჩაერთო. ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ერთი წელი გაუძლო და საკუთარი ტერიტორიების ოკუპანტებისგან გათავისუფლება დაიწყო. "ერთი წელი გავუძელით. რუსული ბოროტებისგან ჩვენი მიწის გათავისუფლება დავიწყეთ. ჩვენ ვემხობით უსაფრთხოების დაბრუნებას საერთაშორისო ურთიერთობებში. მე და თქვენ შეგვიძლია, რომ 2023 წელი იყოს რუსული აგრესიის დასასრულის წელი, მშვიდობის დაბრუნების წელი, ჩვენი ტერიტორიების და ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების წელი",- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)