19:06 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 12:21:57, 1753 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი - ახლა უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები არ სჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამ ეტაპზე უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხს არ განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ავიაგამანადგურებლებს უკრაინას არასდროს მიაწვდიან, ბაიდენმა უპასუხა: „შეუძლებელია იმის ცოდნა, რა სახის დახმარება დასჭირდება უკრაინის თავდაცვას მომავალში. თუმცა, ჩვენი სამხედროების აზრით, ახლა არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ აუცილებელია F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდება. ზელენსკის ახლა F-16-ები არ სჭირდება“.

ბაიდენის თქმით, აშშ-ის სამხედრო უწყება ამ ეტაპისთვის უკრაინისთვის სხვა სახის მხარდაჭერას მიიჩნევენ უფრო მნიშვნელოვნად.

„ჩვენ მას ვუგზავნით იმას, რაც ამ ეტაპზე სჭირდება. მას სჭირდება ტანკები, არტილერია, სჭირდება საჰაერო თავდაცვა, მათ შორის კიდევ ერთი HIMARS (მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა)“,- განაცხადა ბაიდენმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics