19:07 - 02 Nov, 2026
|
2023-02-24 23:34:05, 1610 ნახვა
ომი უკრაინაში
არავისთანაა სალაპარაკო - ზელენსკიმ უპასუხა, მზად არის თუ არა პუტინთან მოლაპარაკებების დასაწყებად
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მადლიერია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიბ ერდოღანის შუამავლობის ძალისხმევისთვის, რომელიც განხორციელდა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მათ შორის „მარცვლეულის გარიგების“ ორგანიზებისა და აზოვის პოლკის დატყვევებული მებრძოლების გაცვლისთვის. ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მან ერდოღანს სთხოვა პუტინთან მოლაპარაკებების ორგანიზება მისთვის. „მე მას ვუთხარი: დააყენე პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან, სრულმასშტაბიანი ომის რისკი დაუშვებელია. მაგრამ მან ეს ვერ შეძლო და არა მარტო მას. ახლა პრეზიდენტი ერდოღანი ფიქრობს, რომ შეუძლია. ახლა ჩვენ არ შეგვიძლია მოლაპარაკება. იქ არავისთანაა სალაპარაკო , - ციტირებს RBC-Ukraine ზელენსკის.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)