|
2023-02-24 20:53:44, 1752 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - არ მაინტერესებს რა მოუვა რუსეთს უკრაინის გამარჯვების შემდეგ
"არ მაინტერესებს რა მოუვა რუსეთს უკრაინის გამარჯვების შემდეგ", - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე „თებერვალში. უძლეველობის წელი”, განაცხადა. „ბევრმა სახელმწიფოს მეთაურმა დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რა მოხდება რუსეთის ფედერაციის დამარცხების შემდეგ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სიგნალი ჩვენთვის, რომ ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობას სჯერა უკრაინის გამარჯვების. არ მაინტერესებს რა მოხდება რუსეთთან ომის შემდეგ. მათ აქვთ საკუთარი სახელმწიფო. თუ ისინი საკუთარ სახელმწიფოზე ფიქრობდნენ, მაშინ ომი არ იქნებოდა“, - ციტირებს UNIAN-ი ზელენსკის სიტყვებს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსეთი არ ფიქრობს სიტყვის თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე. „თუ ისინი მხოლოდ სიტყვის თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ რეფორმებზე ფიქრობდნენ, რომ არ იყვნენ ღარიბები, რომ არ ჰქონოდათ მონობა და ასე შემდეგ, ისინი იქნებოდნენ მდიდარი სახელმწიფო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)