|
2023-02-24 20:37:42, 1623 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბუჩაში ვნახეთ, რომ ეშმაკი დედამიწაზეა, ეს ყველაზე საშინელი დღე იყო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, ომის წლისთავთან დაკავშირებით, საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციას მართავს. უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა იყო მისთვის ყველაზე ცუდი დღე სრულმასშტაბიანი ომის დროს.ზელენსკის თქმით, ყველაზე მძიმე იყო, როდესაც გათავისუფლებულ ბუჩაში ჩავიდა და დაინახა, რა გააკეთეს იქ რუსებმა. "ყველაზე საშინელი დღე იყო ის დღე, როცა ბუჩაში რუსეთის სისასტიკეს ვნახე. ალბათ ის, რაც დავინახე იმ მომენტში, როცა დეოკუპაცია მოვახდინეთ... ძალიან საშინელი იყო, იმის გამო, რაც არის... ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რეალურია - ეშმაკი სადმე არ არის, ის დედამიწაზე", - თქვა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს რუსეთის აგრესიას დამოუკიდებლად, პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე და აქ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორმა "საშინაო დავალება" სრულად შეასრულოს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)