|
2023-02-23 22:35:52, 1628 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო - პუტინს საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი ქართველები იქნებით
ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ შემდეგია : პუტინს საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი თქვენ - ქართველები იქნებით, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში წარმოებული ომი მთელი მსოფლიოსთვის დიდი ტრაგედია და საფრთხეა, ვინაიდან რუსეთმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლის სანაცვლოდ რუსეთის ტერიტორიის გაფართოება გადაწყვიტა. "ტრაგედიის ერთი წელი, კატასტროფის ერთი წელია ჩვენს სამშობლოში. ეს არის დიდი ტრაგედია თითოეული უკრაინელისთვის. ეს არამხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის დიდი ტრაგედიაა. მაგრამ ეს ყველაზე დიდი ტრაგედია აღმოჩნდა რუსეთისთვის, ადამიანისთვის, რომელმაც ერთ დღეს გადაწყვიტა, რუსეთის გაფართოებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გაენადგურებინა. უკრაინა აკვირვებს მთელ მსოფლიოს ჩვენი წინააღმდეგობით. ჩვენ მხოლოდ დღეებსა და კვირებს გვაძლევდნენ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ერთი წელია წარმატებით ვიცავთ სამშობლოს. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ შემდეგია: პუტინს საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი თქვენ - ქართველები იქნებით. ჩვენ ვიბრძვით არამხოლოდ ჩვენი სახლებისთვის, არამედ თქვენი სიცოცხლეებისთვისაც", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)