19:07 - 02 Nov, 2026
|
2023-02-23 18:45:24, 1449 ნახვა
ომი უკრაინაში
გარცევი - დონეცკში უკრაინული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც
დონეცკში, პეტროვსკის რაიონის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა სამი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, დიმიტრი გარცევი ავრცელებს. მისივე თქმით, სამივე დაღუპული სასწრაფო დახმარების ჯგუფის წევრი იყო, რომლებიც დაჭრილების ევაკუაციაში მონაწილეობდნენ. გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ასევე დაშავებულია ერთი მედდა ქალბატონი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რვა მაშველი. „დღეს, ქალაქ დონეცკის პეტროვსკის რაიონის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა სასწრაფო დახმარების ბრიგადის სამი წევრი, რომლებიც მონაწილეობდნენ დაჭრილების ევაკუაციაში“, - ნათქვამია გარცევის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)