19:07 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 18:30:48, 1524 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანეტ იელენი - თუ ჩინეთი რუსეთს მხარს დაუჭერს ამას ჩინეთის მთავრობის ფართომაშტაბიანი დასანქცირება მოჰყვება

ჩინეთმა არ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინაში რუსეთის ომს ან დაეხმაროს რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი რუსეთს მხარს დაუჭერს ამას მოჰყვება სერიოზული შედეგები, მათ შორის ჩინეთის მთავრობის, ბანკების და კომპანიების ფართომაშტაბიანი დასანქცირება.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსეთისთვის მატერიალური დახმარების გაწევა ან ნებისმიერი ტიპის სისტემური სანქციების თავიდან აცილებაში დახმარება ჩვენთვის ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვუმარტავთ ჩინეთის მთავრობას, კომპანიებსა და ბანკებს ჩვენს სანქციებთან დაკავშირებით წესებს და რა სერიოზული შედეგები მოჰყვება მათ დარღვევას“, - განაცხადა იელენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics