19:06 - 02 Nov, 2026
|
2023-02-23 15:32:20, 1649 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი
რუსმა სამხედროებმა ხარკოვში, კუპიანის რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, ხალხი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ სულ მცირე ორი ადამიანია. ასევე, დაშავებულია მამაკაცი, რომელიც შენობასთან იმყოფებოდა. "ოკუპანტებმა კუპიანის რაიონს S-300 რაკეტით დაარტყეს. რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა", - წერს ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)