19:05 - 02 Nov, 2026
|
2023-02-23 12:47:17, 1639 ნახვა
ომი უკრაინაში
ბელგოროდის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა
ბელგოროდის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს. მისი თქმით, ადგილზე საგამოძიებო და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. "ვალუისკის ურბანულ რაიონში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ახლა ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. ინციდენტის მიზეზებს იძიებენ",- წერს გლადკოვი. ამასთან Telegram-ზე გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა თვითმფრინავის პილოტი, მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)