|
2023-02-23 09:10:05, 1640 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკა - ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში
ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურ სესიაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკამ რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ომში უკრაინის გამარჯვება ადამიანის უფლებების გამარჯვებას ნიშნავს. "უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ადამიანის უფლებების გამარჯვებას უკანონობაზე, წამებასა და ნგრევაზე. ამიტომ, სამართლიანობა უკრაინისთვის, არის სამართლიანობა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში. თუმცა, უკანასკნელი ერთი წელია, უკრაინელებს კლავენ მთელი მსოფლიოს თვალწინ", - განაცხადა პირველმა ლედიმ. გაერო-ს სპეციალურ სესიაზე ვიდეომიმართვისას ოლენა ზელენსკამ ბახმუტზე, კრამატორსკზე, მარიუპოლსა და დნიპროზეც ისაუბრა და აღნიშნულ ქალაქებში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილ იერიშებს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ბახმუტში, დაახლოებით, 80 000 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი იქ 5 000-მდე ადამიანი, მათ შორის 150 ბავშვი დარჩა. "ჰუმანიტარული დახმარებისა და წყლის მისაღებად ამ ადამიანებს ყოველდღიურად დაბომბვების ქვეშ უწევთ გადაადგილება, ისინი ყოველდღე იღუპებიან", - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)