|
2023-02-22 22:25:34, 1746 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - NATO ვერ დაუშვებს, რომ რუსეთმა ევროპული უსაფრთხოების ძირის თხრა გააგრძელოს
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც სჭირდება გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "ბუქარესტის ცხრიანის" ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, NATO ვერ დაუშვებს, რომ რუსეთმა ევროპული უსაფრთხოების ძირის თხრა გააგრძელოს და სწორედ NATO-ს ერთიანობით და მოკავშირეების მხარდაჭერით ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაცული იქნება. "ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც სჭირდება გამარჯვებისთვის. არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია აღარ განმეორდეს. ჩვენ რუსული აგრესიის მოდელი მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ. 2008 წელს საქართველოში, 2014-ში ყირიმსა და დონბასში, შარშან კი სრულმასშტაბიანი შეჭრა ვიხილეთ უკრაინაში. ვერ დავუშვებთ, რომ რუსეთმა გააგრძელოს ევროპული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა. ნატო-ს მოკავშირეები არასდროს ყოფილან უფრო მეტად ერთიანები. ჩვენ მოკავშირეების ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)