18:07 - 02 Nov, 2026
|
2023-02-22 21:15:56, 1631 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხუთშაბათს დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. სანჩესის კიევში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, მას შემდეგ გავრცელდა, რაც თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა დაადასტურა, რომ ესპანეთი უკრაინას ექვს ლეოპარდის ტანკს გადასცემს. როგორც მედია იუწყება, ხუთშაბათს დაახლოებით დილის 8 საათისკენ ესპანეთის პრემიერ მინისტრი დელეგაციასთან ერთად უკვე კიევში იქნება. ცნობისთვის, ეს სანჩესის მეორე ვიზიტი იქნება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, პირველად ის უკრაინაში გასული წლის, აპრილში ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)