18:07 - 02 Nov, 2026
|
2023-02-22 16:31:40, 2848 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - უკრაინაში ომს 8 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა
უკრაინაში, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 8 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა, 13 000-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ახალ ანგარიშში. გაერო-ს განახლებული მონაცემების მიხედვით, დაღუპულია სულ მცირე 487 და დაშავებულია 954 ბავშვი. მათივე ცნობით, გარდაცვალება და დაშავება ძირითადად მძიმე არტილერიამ, სარაკეტო და საჰაერო იერიშებმა გამოიწვია. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია. ზუსტი მონაცემების მოპოვება შეუძლებელია, რადგან არ არის წვდომა იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ან რუსი ოკუპანტები იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)