|
2023-02-21 17:50:26, 1621 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - პუტინი არა მშვიდობისთვის, არამედ ომისთვის ემზადება
რაც დღეს ვნახეთ არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება ომისთვის, ახალი შეტევებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორების უკრაინისადმი მხარდაჭერა აუცილებელია, ვინაიდან თუ უკრაინა დამარცხდება ეს იქნება საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის. "რუსეთს არავინ ესხმის თავს, აგრესორი თავად რუსეთია. უკრაინა ამ აგრესიის მსხვერპლია და ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის თავდაცვის უფლებას. რაც დღეს ვნახეთ არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება ომისთვის, ახალი შეტევებისთვის. ის ემზადება მეტი ჯარის, მეტი იარაღის გაგზავნისთვის უკრაინაში. ამიტომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის, თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)