|
2023-02-21 17:26:14, 1681 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ელჩი დაიბარა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ამერიკის ელჩი ლენ ტრეისი დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკელი დიპლომატის დაბარება, კიევის რეჟიმის მხარეს საომარ მოქმედებებში შეერთებული შტატების მზარდ ჩართვას მოჰყვა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ, როდესაც შეერთებული შტატები უკრაინას შეიარაღებით და სამხედრო პერსონალით ამარაგებს, რათა იერიში მიიტანონ რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ეს პირდაპირ ადასტურებს შეერთებული შტატების განცხადებების სიცრუეს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები არ არის კონფლიქტის მხარე. ვაშინგტონს სიტუაციის ესკალაციისთვის მოუწოდეს, რომ გადადგას ნაბიჯები, და გაიყვანოს შეერთებული შტატების და ნატო-ს სამხედრო ტექნიკა ომის ველიდან და შეწყვიტოს ანტი-რუსული მოქმედებები. შეგახსენებთ, 20 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფებოდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)