|
2023-02-21 16:23:27, 1605 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს - დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონი დაბომბეს, სროლის შედეგად რამდენიმე დაღუპული და დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს. "ხერსონი ცეცხლის ქვეშაა. უკვე 20-მდე აფეთქება დაფიქსირდა. დარჩით თავშესაფრებში ან უსაფრთხო ადგილებში“, - წერს ალექსანდრ პროკუდინი. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსებმა ხერსონის ცენტრი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.ოკუპანტებმა ასევე დაარტყეს საცხოვრებელ კვარტალებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, საბავშვო ბაღს, საავადმყოფოს, კერძო ავტოფარეხებს და მანქანებს. როგორც ხერსონის თავდაცვის კომენდანტის პრეს-ოფიცერმა დმიტრო პლეტენჩუკმა განახადა, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია - 12. მისივე ცნობით, საგრძნობლად დაზიანდა რამდენიმე შენობა, მრავალბინიან კორპუსებში პირდაპირი დარტყმის შედეგად რამდენიმე ბინას ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)