|
2023-02-21 14:35:25, 1644 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - ანტირუსული ეკონომიკური სანქციების ინიციატორები საკუთარ თავს სჯიან
ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი მის მიერ წამოწყებულ საომარ მოქმედებებში ისევ დასავლეთს ადანაშაულებს. ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთმა დაიწყო „არა მხოლოდ სამხედრო და საინფორმაციო, არამედ ეკონომიკური აგრესია“ რუსეთის წინააღმდეგ . ”მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას არცერთ ამ სფეროში,” - ამბობს ის. როგორც პუტინმა ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დასავლეთმა საკუთარ ქვეყნებში ფასების ზრდის პროვოცირება მოახდინა, ქარხნების დახურვა, ენერგეტიკის სექტორის კოლაფსი, რაზეც მისივე თქმიკთ, თავის მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ დამნაშავე რუსები არიან. ”სანქციების ინიციატორები საკუთარ თავს სჯიან,” - თქვა მან. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მშპ-ს შემცირებულ მაჩვენებლებზე, თუმვა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა არა დაინგრევა, არამედ მისი რესტრუქტურიზაცია განხორციელდა და რუსეთი კვლავ აწარმოებს ბიზნესს მსოფლიოს ბევრ რეგიონთან. ცნობისთვის, დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტის გაერთიანებულ პალატას სიტყვით მიმართა. 2021 წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით პირველად გამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)