|
2023-02-21 14:20:40, 1681 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - დასავლეთში პედოფილიასაც კი აცხადებენ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ დასავლეთში „პედოფილიასაც კი აცხადებენ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას“. მისივე თქმით, დასავლეთი აღიარებს ერთსქესიანთა ქორწინებას და დასძინა, რომ რელიგიის მიხედვით, "ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ხდება". „კარგია. ისინი ზრდასრულები არიან. მათ აქვთ უფლება იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით. ჩვენ ყოველთვის ძალიან ტოლერანტული ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთში”, - ამბობს პუტინი. პუტინმა გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ "დასავლეთი გამოიყენებს ნებისმიერს - ტერორისტებს, ნაცისტებს, თვით ეშმაკსაც კი - რუსეთთან საბრძოლველად". ცნობისთვის, დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტის გაერთიანებულ პალატას სიტყვით მიმართა. 2021 წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით პირველად გამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)