|
2022-12-01 12:29:27, 999 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე სააკაშვილზე - ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, მაგრამ ამის გამო, პატიმრები არსად არ თავისუფლდებიან
დასკვნის სახით მოთხოვნაა წამოყენებული, რომ გადაიყვანონ უცხოეთში, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრ "ემპათიას"კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. სარჯველაძე ამბობს, რომ ექსპერტები საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ პრობლემაზე, თუმცა ამის გამო, პატიმრებს არსად არ ათავისუფლებენ. "დასკვნის სახით მოთხოვნაა წამოყენებული, რომ გადაიყვანონ უცხოეთში, მაგრამ კმარი კი ამისთვის იმის თქმა, რომ 10 დიაგნოზი აქვს დასმული, ან მაგალითად, რომ მძიმეა მდგომარეობა, რთული მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის. ვფიქრობ, რომ ამისთვის ეს საკმარისი არ არის. აი, ვინც გამოხატავს მხარდაჭერას ამ კაცის მიმართ, ის ექსპერტები ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს - შეუგუებლობა საკანთან, მაგრამ ამის გამო, არსად, არც ერთ ცივილიზაციაში პატიმრები არ თავისუფლდებიან", - განაცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 194-გვერდიანი დასკვნა დღეს გამოაქვეყნა. დასკვნაში წერია, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს. ცენტრის ცნობით, "ემპათიას" სასამართლო საექსპერტო კომისიამ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების, ჯანდაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით ჩაატარა. ექსპერტიზა 2022 წლის 1-ლი ივნისიდან, 28 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)