|
2022-11-29 14:44:30, 1390 ნახვა
პოლიტიკა
ხერხეულიძე - სააკაშვილისთვის მიუღებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც პოლიტიკაში ჩართულობას ემსახურება
ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართულობას ემსახურება, მისთვის არის მიუღებელი,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სთხოვს ყველას, რომ უგულშემატკივრონ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არა პოლიტიკაში ჩართულობას. "მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, არის ერთმნიშვნელოვანი და მან ამის შესახებ ადვოკატების მეშვეობით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს პოლიტიკიდან დისტანცირება და აუცილებელია ყველა ვინც მას გულშემატკივრობს, უგულშემატკივროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამკურნალოდ გაყვანას. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართულობას და დაკავშირებას, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მიხეილ სააკაშვილისთვის არის მიუღებელი, ის სთხოვს ყველა გულშემატკივარს, უგულშემატკივროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არა მის პოლიტიკაში ჩართულობას,"- განაცხადა ხერხეულიძემ. შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს, 15:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გაიმართება, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)