|
2022-11-29 13:03:55, 671 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ახლაც მგონია, რომ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო
მე ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, თუმცა თხოვნა მხედველობაში მივიღეთ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ევროპარლამენტარების თხოვნის გათვალისწინებით მიიღო. "საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვენეციის კომისიაში ამ კანონპროექტის გაგზავნის თაობაზე, ვიდრე მიიღება საბოლოო სახით, მესამე მოსმენით. ამის მიზეზი იყო თხოვნა, რომელიც მოვისმინეთ საჯაროდ ბატონი ოლივერ ვარჰეის მხრიდან, მისი რეკომენდაცია იყო ამ დოკუმენტის გაგზავნა. ასევე, გვქონდა შეხვედრა ახლად დანიშნულ ევროკავშირის ელჩთან და მისგანაც მოვისმინეთ ასეთი თხოვნა. მე ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, თუმცა რადგან იყო ასეთი თხოვნები, ჩვენ ეს თხოვნა მხედველობაში მივიღეთ და შესაბამისად კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)