|
2022-11-29 12:28:44, 1413 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - რა სტანდარტითაც მოექცევით მიხეილ სააკაშვილს, იგივე სტანდარტით მოგექცევიან თქვენ
რა სტანდარტითაც მოექცევით მიხეილ სააკაშვილს, იგივე სტანდარტით მოგექცევიან თქვენ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა დროულად უნდა მოხდეს. "ქართულ ოცნებას" მივმართავ - თუ რამე არის შესაძლებელი და შერჩენიათ კიდევ სახელმწიფოებრივი აზროვნების რაღაც მისხალი მაინც, დროზე გადავიყვანოთ ადამიანი სამკურნალოდ შესაბამის დაწესებულებაში. ნუ ჰგონია "ქართულ ოცნებას", რომ პასუხისმგებლობას აირიდებს და უფრო მძიმე ამბავიც არის - რა სტანდარტითაც მოექცევით მიხეილ სააკაშვილს, იგივე სტანდარტით მოგექცევიან თქვენ. ეს უნდა იცოდეს კობახიძემ, უნდა იცოდეს ღარიბაშვილმა", - უთხრა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო. 25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. უფრო ადრე, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)