|
2022-11-29 12:06:11, 1909 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი - პრობლემა „ოცნებაა“, პრობლემა ივანიშვილია - დროა, ინდივიდუალური სანქციები დავაწესოთ
ხელისუფლებაში მყოფი პარტია საქართველოს მოსკოვთან აახლოებს და სულ უფრო აშორებს დასავლეთს, შეერთებულ შტატებს კი თავს ესხმის,- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას გაანცხადა. მისივე თქმით, დროა, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესოს ინდივიდუალური სანქციები ცალკეული ქართველების წინააღმდეგ, რომლებსაც კრამერის აზრით, ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს. „ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ ისაა, რომ ქართველი ხალხი რჩება ნატოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების მომხრედ. პრობლემა ხელისუფლებაა, პრობლემა „ქართული ოცნებაა“, პრობლემა ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროცესებს კულისებიდან მართავს. ასე რომ, სრულიად არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ დროა დავაწესოთ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები და არა სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ. ძალიან მკაფიო მინდა ვიყო, სანქციები არა საქართველოს წინააღმდეგ, არა ქართველების წინააღმდეგ, არამედ ცალკეული ქართველების წინააღმდეგ, რომლებსაც ვფიქრობ ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს. ჩვენ გვინდა, წარმატებული საქართველო ვიხილოთ, მაგრამ მთავრობა და ხელისუფლებაში მყოფი პარტია საქართველოს მოსკოვთან აახლოებს და სულ უფრო აშორებს დასავლეთს, შეერთებულ შტატებს კი თავს ესხმის. ვფიქრობ, დროა ვთქვათ, ეს საკმარისია“ - ამბობს კრამერი.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)